LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის!“ – ლანა ღოღობერიძე

375
ლანა ღოღობერიძე.

„არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი! ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსავით, სიამოვნებით დათმო“ – ამის შესახებ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ლეგენდარული ქართველი რეჟისორი 31 დეკემბერს, მოქალაქეების მიერ ახალი წლის რუსთაველზე აღნიშვნას ეხმაურება.

„არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი! ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსავით, სიამოვნებით დათმო. ეს საუკუნეებით განმტკიცებული რიტუალი – ახალი წლის შეხვედრა სახლში, ოჯახში და შუაღამისას გამოვიდა გარეთ, ქუჩაში, რუსთაველზე! იმიტომ რომ დღეს სწორედ რუსთაველია შენი სახლი, და აქ, რუსთაველზეა შენი ოჯახი! აქ სიხარულით უჯახუნებ ჭიქას ყველა უცნობს, იმიტომ რომ ეს უცნობი სინამდვილეში შენი ახლობელია!

და ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, ეს შენი ახლობლები, დიდები, პატარები, მოხუცები, ახალგაზრდები… მაგრამ ყველანი – მშვენიერები, სიკეთით და ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი, შეუდრეკელნი და მომღიმარნი! ისინი, ვინც ამ პროტესტმა გამოძერწა, ვინც დათმო წუთიერი ვნებები, ეზიარა კათარსისს და ახლა მას სულ ადვილად ამოიცნობ, რადგანაც შუბლზე აწერია: მე არ ვარ მარტო. მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო!

და მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის! ასე, სამართლიანობისთვის ბრძოლაში განწმენდილი ქართველები – ერთობით, სიამაყით, სიხარულით შევხვდით 2025 წელს, რომელიც ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!” – წერს ლანა ღოღობერიძე.

არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი! ახალ წელს ხვდებოდე ხალხით…

Posted by Lana Gogoberidze on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g