ჟურნალისტ ედო ჯავახაძის პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც წერს, რომ მსახიობ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეოს გამო, „დანაშაულის გრძნობა აწუხებს“, თავად თამარ მაყაშვილი ეხმიანება.
კარგი, გვეყო მართლა და მართლა. ყოველგვარ საზღვრებს სცდება ეს თავდასხმა უკვე. მოიხადა ბოდიში და სხვა ლოგიკური დასასრული…
Posted by Edo Javakhidze on სამშაბათი, 01 ნოემბერი, 2022
როგორც მსახიობი წერს, ჟურნალისტმა ის გაწირა, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა, რისთვისაც მათი მადლობელია.
„უკვე საკმარისია”???როგორ გავიგოთ? აქამდე არ იყო და დაგროვდა აივსო კოკა შიგან??? ბარემ ისიც მიაწერეთ ედო! ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით!! !Edo Javakhidze ვგონებ ასე აჯობებს ყველასთვის!!! სჯობს გვიან ვიდრე არაადროს, რისთვისაც იყო ისიც მიაწერეთ, ხალხი, რომ დაკვალიანდეს და გაერკვეს!!! ნუ დამაწერინებთ მეე!!! და რა ტალღის აგორებასაც სჭირდებოდა ეს ყველაფერი! სირცხვილია უბრალოდ, ჩემი ასე უებლიედ გამოყენება! მე მაპატიეთ, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა მეც ვეღარ შევიკავე თავი! ბუმერანგის პრინციპია! მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა პროცენტმა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი!“, – წერს თამარ მაყაშვილი.
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა
“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი