ცნობილი ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, რომელიც ხშირად აძლევს ხოლმე რჩევებს თავის გამომწერებს, ამჯერად ფეხების შეშუპების პრობლემაზე საუბრობს.
ღოღობერიძე ამბობს, რომ შესაძლოა აღნიშნული პრობლემა, წნევის დამწევმა პრეპარატმა გამოიწვიოს:
„თუ ფეხები გიშუპდებათ, და გაქვთ სიმძიმის შეგრძნება განსაკუთრებით საღამოს საათებში, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს წნევის დამწევი, დამარეგულირებელი საშუალებებით.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამლის სმა შეწყვიტოთ და წნევა აღარ უნდა ვმართოთ, მე გეტყვით რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
ამ მედიკამენტში გამოიყენება ამლოდიპინი, რომელიც წნევას აქვეითებს, რადგან სისხლძარღვევს აფართოებს, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს სითხის გადინებას ქსოვილებში, სწორედ ამიტომ შუპდება ფეხები“, – ამბობს ღოღობერიძე და მსგავს შემთხვევაში პაციენტებს ექიმთან კონსულტაციას ურჩევს, ამლოდიპინის დოზის შესამცირებლად.
„როგორც წესი ეს აგვარებს პრობლემას“ – ამბობს ექიმი.
თუ ფეხები გიშუპდებათთუ ფეხები გიშუპდებათ
Posted by Usmle მოსამზადებელი ცენტრი – Ghoghoberidze, M.D. on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025