იწვევს თუ არა უშვილობას და სიმსივნეებს პლასტმასის ჭურჭელი?
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მედგიდი“ ამბობს, რომ პლასტმასის ჭურჭლის ხშირი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას მკვეთრად აზიანებს, მათ შორის უშვილობისა და სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა გახდეს:
„პლასტმასში არსებული ნივთიერებები გადმოდის ბავშვის სხეულში და რას იწვევს ბავშვის სხეულში ეს ნივთიერებები?- პირველ რიგში შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის პოლიკისტოზი დროთა განმავლობაში, საკვერცხის პოლიკისტოზი გოგონებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, უკავშირდება ასევე ჭარბ წონასაც.
მეორე, ასევე შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა. ეს არ მოხდება 1-2 წელიწადში, ეს ხდება წლების განმავლობაში. ასაკთან ერთად, თუ ეს ხდება ძალიან ხშირად და აქვს ყოველდღიური ხასიათი, შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნეების განვითარებას, განსაკუთრებით ჰორმონმგრძნობიარე, მათ შორის სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების სიმსივნეებიც. ასე რომ პლასტმასთან რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით კონტაქტში, მით უფრო უკეთესი. ეს იქნება პლასტმასის ნებისმიერი რამ, ერთჯერადი ჭიქები, ბოთლები, თუ რამე სხვა და თუ მაინც გვიწევს გამოყენება, ტემპერატურა უნდა იყოს დაბალი…“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
