LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გპირდები, რომ დავწერ სიმღერას თავისუფლებაზე, პირადად შენს სახელს დავარქმევ და ვისაც გინდა იმას ვამღერებ, ოღონდ დამირეკე ან ნიშანი მომეცი“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს მიმართავს

1619
მაიკო კაჭკაჭიშვილი

ბათუმში დაკარგულ მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მიმართავს.

ამის შესახებ მაიკო სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თავისუფლებაზე სიმღერას დაწერს და პირადად ალექსანდრეს სახელს დაარქმევს.

„ალექსანდრე მე ვარ მაიკო კაჭკაჭიშვილი მუსიკოსი ბევრი ცნობილი ჰიტის ავტორი, რომლებიც შენც იცი

მე, როგორც 2 ბიჭის დედა, როცა ვურეკავ და ტელეფონს არ იღებენ ჯოჯოხეთს გავდივარ ნერვიულობისგან და იმხელა შიში მიპყრობს, რომ აზროვნების უნარი მეკარგება და ისე მეცოდება დედაშენი ამხელა შიშისთვის ვერც კი ავხსნი სიტყვებით. გთხოვ გამოჩნდი თუნდაც დაურეკე დედას და უთხარი, რომ არ ინერვიულოს და იყავი სადაც ხარ სანამ

გინდა მანდ ყოფნა და მე გპირდები, რომ დავწერ სიმღერას თავისუფლებაზე, პირადად შენს სახელს დავარქმევ და ვისაც გინდა იმას ვამღერებ ოღონდ ერთი ზარი დარეკე ან მე დამირეკე ან ნიშანი მომეცი 596452525“ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ვიდეო: „დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა შვილთან დიალოგის დეტალებს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g