LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისაკენ

114
119769515-3623991024297919-7794092443847999362-o

“მთავარი არხის” ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა:

“ეს არის ისტორიული დღე, იმ პირობებში, როდესაც მე არ მომეცა ქვეყანაში ჩამოსვლის და კამპანიის უფლება, ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. “ქართულ ოცნებაზე”.

მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო 33%. მაჟორიტარებში, ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქები ჩვენ გვაქვს მოგებული. ეს არის ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციისათვის, მიუხედავად შევიწროვებისა, მიუხედავად დაშინებებისა და ყველანაირი შევიწროვებისა.

ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისაკენ, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი ჩემი თანამდებობა. მივესალმები იმას, რომ ოპოზიციურმა ერთობამ მოაწერა ხელი იმას, რომ არანაირი კოალიციას არ გააკეთებენ ივანიშვილთან. ამით ჩვენ დავძლევთ “ქართული ოცნების” მძიმე მემკვიდრეობას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კრიზისის დასტაბილურებას და ამ კრიზისიდან გამოყვანას”, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g