LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მივხვდი, რომ სრულიად საქართველოს ესმის ჩემი ტკივილი!მადლობა საქართველოს გიგა ავალიანის დედისგან! ვაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას!“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

304
გიგა ავალიანი, ეკა კუპატაძე

რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„სასჯელის გამოცხადებისას ვიგრძენი, რომ კანონი არ ითვლის მხოლოდ წლებს!
ახალგაზრდა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა, ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდა ექიმის/მასწავლებლის ღირსება!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!
პროკურორების და გამომძიებლების გუნდმა დაადასტურა,
რომ სამართლიანობა რეალურია!
რომ სიმართლეს აქვს ძალა!
ვაჟკაცურად ამომიდგნენ გვერდით და სასამართლოს მართალი სიტყვა სწორად და სრულად მიაწოდეს!
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
არ დაიღალა საზოგადოება, თავისი უშიშარი და მტკიცე ხასიათით ხმამაღლა თქვა,
რომ ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას უმაღლესი მნიშვნელობა აქვს და რომ გიგა ავალიანი ღირსეული ახალგაზრდა იყო!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!
მაქსიმალურად ვცდილობდი, განაჩენის გამოცხადებამდე არ წამომცდენოდა, გიგას მოსწავლეების და მშობლების საოცარი თანადგომა.
სასამართლო პროცესზე ღირსეულად წარსდგნენ გიგას მოსწავლეები:
მარიამ ნატროშვილი,
კესარია თხელიძე,
საბა ვალიშვილი.
(ნია იმნაძის ჯგუფის ბავშვები!)
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
გიგას უამრავმა მოსწავლემ და მშობელმა, გიგას მეგობრებმა, საჯაროდ (ვიდეოებით, პოსტებით, კომენტარებით) ისაუბრეს გიგას პიროვნებაზე, მის კეთილსინდისიერებაზე, პატიოსნებაზე.
,,ჩემი ცენტრი”-ს ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა მანანა კიკნაძემ, რომელსაც სხეული უკანკალებდა მკვლელების შორიახლოს დგომით, სასამართლო პროცესზე გულახდილად ისაუბრა გიგას პიროვნებაზე.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
ვიცი, რომ მკვლელების მშობლები გავიდნენ თემქელ ბიჭებზე, მაგრამ ვერც შეაშინეს, ვერც მოისყიდეს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
ჟურნალისტების მიკროფონები და კამერები იყო ყველგან და ყოველთვის, როცა მჭირდებოდა. ყველა ტელევიზია და სოციალური გვერდი, მუდმივად მიმაგრებდა ზურგს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
მე მყავს ჭკვიანი და ერთგული ადვოკატები: თამარ ავალიანი, დარეჯან სულაშვილი და ზაზა ხატიაშვილი.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
მე მივხვდი, რომ სრულიად საქართველოს ესმის ჩემი ტკივილი!
მადლობა საქართველოს, გიგა ავალიანის დედისგან!
ვნახე ხალხის აღშფოთება — ეცოტავათ წლები.
ასეთი დამოკიდებულება მალამოდ მედება გულზე.
წლები მართლაც ცოტაა, მაგრამ შესაბამის ბრალში არის მაქსიმალური.
მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ; ეს ჩემი სახელმწიფოს კანონმდებლობაა და ვემორჩილები მას, თუმცა
აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ეს მუხლი უფრო დაიხვეწოს და სახდელიც იყოს უფრო დიდი.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევალიე არასრულწლოვნებს, დარჩენილი ცხოვრება არ ვიცი როგორი ან რამდენ ხანს მექნება, მაგრამ
აუცილებლად მოვახერხებ არასრულწლოვნების მიმართ კანონის სერიოზულად გამკაცრებას.
ვაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას!
ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე ნია იმნაძით და გიორგი მალანიათი დაწყებული, არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალუირ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

⚖️სასჯელის გამოცხადებისას ვიგრძენი, რომ კანონი არ ითვლის მხოლოდ წლებს! ✊ახალგაზრდა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა,…

Posted by ეკა კუპატაძე on პარასკევი, 10 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g