საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
თამთა გოდუაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გასულ ღამეს, გმირთა მოედანზე გამართული აქციის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „მე თქვენს გვერდით ვარ!“
ცნობისათვის, უკვე ორ კვირაზე მეტია, თბილისში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“ იმართება და მოქალაქეები საკუთარ პროტესტს დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებით აფიქსირებენ.
გასულ ღამეს, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.