საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა.
“მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო და უკრაინა დგას, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება.
სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა ჩვენც იქ ვართ. მინდა გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
