LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სესიას გამართავს

88
unnamed

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველს სესიას გამართავს. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

რეგლამენტის შესაბამისად, პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, რის შემდეგაც, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის უხუცესი “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, ამ შემთხვევაში სხდომას დამსწრე უხუცესი ჩაიბარებს, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ლადო კახაძეა.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

მეათე მოწვევის პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს. კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ სხდომაზე კონკრეტულ პირებს შესაბამის პოზიციებზე წარადგენენ.

რაც შეეხება სხდომის ერთპარტიულობას და ოპოზიციური სპექტრის ბოიკოტს, ირაკლი კობახიძე წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტში ოპონენტთა გარკვეული ნაწილი, ვისთვისაც ამომრჩევლის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ზემოქმედების ქვეშ მოქცევა – აუცილებლად იქნება.

გვაქვს ლოგიკური ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შემოვა – ნინო წილოსანი

“პროცესი გრძელდება და ამ პროცესის საფუძველზე ოპოზიციონერი დეპუტატები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესია ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. მათი ნაწილი თავისი პოზიციის დაფიქსირებას საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში აპირებს.

„პატრიოტთა ალიანსი” უარს აცხადებს მანდატებზე

“ჩოხით ვაპირებ” – ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით შეტყობინებას პასუხობს

magti 5g