LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერების ახალი აღმოჩენა: ჭაღარა თმა შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყოს

171
მეცნიერების ახალი აღმოჩენა ჭაღარა თმა შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყოს

ბევრი ფიქრობს, რომ ჭაღარა თმა მხოლოდ ასაკის ნიშანია, თუმცა იაპონელ მეცნიერებს სხვა ხედვა აქვთ. ტოკიოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, თმის გაჭაღარავება შესაძლოა იყოს ის მექანიზმი, რომლითაც ორგანიზმი საკუთარ თავს იცავს კიბოსგან.

კვლევამ, რომელიც ცხოველებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი სხეული შეგნებულად „თმობს“ პიგმენტის უჯრედებს, რათა თავიდან აიცილოს მათში საშიში მუტაციები. ჩვენი კანი ყოველდღიურად აწყდება უამრავ გენოტოქსიკურ ზეწოლას, მზის სხივები, გარემო, ქიმიური ზემოქმედება და შედეგი შეიძლება იყოს დნმ-ის დაზიანება, რაც როგორც დაბერების, ასევე კიბოს რისკს ზრდის.

მელანოციტების ღეროვანი უჯრედები, რომლებიც თმისა და კანის პიგმენტს წარმოქმნიან, დნმ-ში გარკვეული ტიპის დაზიანებისას იყენებენ თვითდაცვის სტრატეგიას. ისინი წყვეტენ დაყოფას და შედეგად თმა ჭაღარავდება.

ამ პროცესს მეცნიერები senescence-coupled differentiation-ს უწოდებენ. ფერი იკარგება, მაგრამ ორგანიზმი თავიდან იცილებს მელანომას, კანის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კიბოს ტიპს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება თუ დაზიანება გამოწვეულია ძლიერ კარცინოგენებით, მაგალითად, ძლიერი გამოსხივებით ან კონკრეტული ქიმიური ზემოქმედებით, მაშინ ეს დამცავი სისტემა აღარ აქტიურდება. ასეთ დროს McSC უჯრედები მაინც განაგრძობენ გამრავლებას, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია.

კვლევის ავტორის, პროფესორ ემი ნიშიმურას თქმით, ახლა უკვე გასაგებია, რომ თმის გაჭაღარავება და მელანომა ერთ პრინციპს უკავშირდება: ერთსა და იმავე ღეროვან უჯრედს შეუძლია ორ სრულიად განსხვავებულ ბილიკზე წასვლა, თვითგანადგურება ან უკონტროლო გამრავლება. ეს კი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რა ტიპის სტრესს განიცდის, ანუ ჭაღარა თმა არ არის პირდაპირი დაცვა. ის არის შედეგი დამცავი მექანიზმის, რომელიც ადამიანის სხეული რთავს საშიში მუტაციების თავიდან ასაცილებლად. ეს აღმოჩენა შეიძლება მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდეს იმის უკეთ გასაგებად, როგორ უკავშირდება დაბერება კიბოს რისკებს.

magti 5g