LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში უფრო ვითარდება, ვიდრე სახლში

210

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების უახლესი აღმოჩენა იმ მშობლებს დააინტერესებთ, ვინც კვლავ დილემის წინაშეა, წაიყვანოს თუ არა პატარა ბაღში. კვლევამ აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიან, უფრო განვითარებულები არიან და ადვილად ითვისებენ ყველა სიახლეს. ექიმი ლოურენს რუპი ამბობს, რომ კვლევა იმ მშობლებს დააინტერესებთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამსახურის გამო ბავშვთან ნაკლებ დროს ატარებენ. მისი თქმით, ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვები ბევრად სოციალურები, ინტერაქტიულები და კომუნიკაბელურები არიან. გარდა ამისა, სწორედ გუნდური დავალებების შესრულება და ერთი ასაკის ბავშვებთან კონტაქტი უწყობს ხელს  მეტყველების სტიმულირებას ადრეულ ასაკში. ყველა ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან ის პატარები, რომლებიც მთელს დროს სახლში ატარებენ.

მკვლევარებმა 800 დედა გამოკითხეს, რომლებსაც 2–დან 3 წლამდე შვილები ჰყავთ. აქვე კიდევ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად კითხვა და საყიდლებზე სიარული აბედნიერებთ. ამავე დროს უფრო სწრაფად ვითარდებიან ის ბავშვები, რომლებსაც უფროსი და-ძმები ჰყავთ. ეს კვლევა ჟურნალში Social Choice and Welfar დაიბეჭდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები