LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „ეფ-ეს-ბემ” ზემო ლარსთან 10-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან სამართალდამცველები და ტაქსის მძღოლები

70
Untitled design (3)

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზედა ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დაახლოებით 10 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ტერლეგრამ-არხ Baza-ზე ვრცელდება.

გავრცელებული ცნობებით, ეფ-ეს-ბეს მიერ დაკავებულ პირებს შორის არიან ტაქსის მძღოლები და პოლიციელებიც.

„წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი ტაქსის მძღოლებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც მძღოლებსა და სამართალდამცველებს შორის მოლაპარაკება იყო, საზღვრის კვეთის მსურველები აღნიშნავდნენ, რომ მათგან ქრთამს ითხოვდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე წყაროს მიხედვით, ორი პოლიციელი სოფელ ქობანისკენ გადასახვევთან შემოვლით გზაზე დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g