LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, ეს ოპოზიციამ იცის: არჩილ თალაკვაძე

57
არჩილ-თალაკვაძე-1

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის თუ რა იყო ე.წ. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან მიმართებაში კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. მისი თქმით, მმართველი ძალა ამ დოკუმენტს, ზუსტად შემოთავაზებული სახით ეთანხმება.

მისი თქმით, მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლოა.

,,დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო არცერთი წინადადება მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ არის უსაფუძვლო და არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ჩვენ ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, ხელს ვაწერთ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მზად ვართ, პარლამენტში გადავიტანოთ პროცესი, სადაც ყველა პირობა, რომელზეც ხელმოწერა მოხდება ოპოზიციის მხრიდანაც უნდა შესრულდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას, მასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ იყო განმარტებული, რომ გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის შეუცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი იმსჯელებს და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გამოვხატავთ მზადყოფნას – თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ: თალაკვაძე

 

magti 5g