მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და კონგრესის ორივე პალატას მიმართავს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.
CNN-ის ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების Patriot-ის გადაცემის გადაწყვეტილებას.