LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: 2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი

177
დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აღნიშნულის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთად ორი თარიღი – 2008 და 2014 წლები შეიძლება ჩაითვალოს:

„პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა.

მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია“, – აღნიშნა მედვედევმა.

ამასთან, მედვედევი იმუქრება, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობაც.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

„უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი, მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში.“

„თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე.“ – განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის მტრები „კიევის რეჟიმს“ იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს.

მედვედევი: თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, თავი ნებისმიერი იარაღით დავიცვათ, მათ შორის, ბირთვულით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g