LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, თავი ნებისმიერი იარაღით დავიცვათ, მათ შორის, ბირთვულით

139
მედვედევი და ბაიდენი ზელესთან ერთად

„თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის, ბირთვული იარაღით “, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, შეერთებული შტატების სურვილი, დაამარცხოს რუსეთი, სამყაროს კონფლიქტის ზღვარზე აყენებს.

საკუთარ Telegram არხზე მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაში (СНВ-III) მონაწილეობის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და დაწერა, რომ „გადაწყვეტილება გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების და NATO-ს სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ომით.“

პუტინი – დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან

„ბაიდენმა ვარშავაში თქვა, რომ „თუ რუსეთი შეაჩერებს თავის შეჭრას, ის ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე სულ სხვაა.

თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიის დაცვა და რომ აშშ არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას. უპატიოსნო და სასაცილოდ გამოიყურებოდა. ვინ არის ეს უცნაური ბაბუა, რომელიც დაბნეული მზერით პოლონეთიდან საუბრობს? რატომ მიმართავს სხვა ქვეყნის მოსახლეობას იმ დროს, როცა საშინაო პრობლემებით არის სავსე?

რა შიშით უნდა მოვუსმინოთ პოლიტიკოსს მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან, რომელიც სიძულვილს ამჟღავნებს ჩვენი სამშობლოს მიმართ? რატომ უნდა ენდონ რუსეთის მოქალაქეები შეერთებული შტატების ლიდერს, რომელმაც 20-21 საუკუნეებში ყველაზე მეტი ომი გააჩაღა?

თუ რუსეთი გააჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, რუსეთი არ იარსებებს, მას ნაწილებად დაფლეთენ. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება.“ — წერს დმიტრი მედვედევი.

პუტინი: უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება

 

 

 

 

 

mazda magti 5g