LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი უკრაინელებზე: მეზიზღებიან ეს ნაძირალები – სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ

910
დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ვიდრე ცოცხალია, უკრაინელების „გაქრობისთვის“ ყველაფერს გააკეთებს.

„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი განცხადებები „ტელეგრამ“ არხზე ასეთი ხისტი. ვპასუხობ – მე ისინი (უკრაინელები) მეზიზღებიან. ისინი ნაძირალები და დეგენერატები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათ. და, სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ.“– წერს მედვედევი.

მედვედევი: სანქციები მიმართულია რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო – სისულელეა

დიმიტრი მედვედევი – პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუსრულებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g