მსახიობი მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა.
მარკლი და ჰარი Invictus Games-ის გახსნას დაესწრნენ, რომელიც პრინცის ორგანიზებით დაარსდა და რომელიც ყოფილი სამხედროების სპორტულ შეჯიბრებებს წარმოადგენს. მართლია, გახსნაზე მსახიობი და სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ცალ-ცალკე ისხდნენ, მათ ერთმანეთს თითქმის 4 რიგი აშორებდათ.
ღონისძიებაზე ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების თქმით, ჰარი გამუდმებით საყვარელი ქალის მიმართულებით იყურებოდა.