LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწინო კაბაში რამდენიმე სიმბოლო იპოვეს

91

ლონდონელმა ლუქს-კლასის დიზაინერმა, კეროლაინ არტურმა, მეგან მარკლის საქორწინო კაბაზე კომენტარი გააკეთა. არტურმა პრინც ჰარის მეუღლის არჩევანს უცნაური უწოდა: „ძალიან თბილი დღე იყო, კაბა კი ზედმეტად დახურული და ცხელი“, – განაცხადა მან.

ამას გარდა, გაირკვა, რატომ შეაჩერა მარკლმა არჩევანი მაინცდამაინც Givenchy-ზე: კლერ უეიტ კელერი – კაბის ავტორი- აქტიური ფემინისტია. მარკლმა კი უეიტ კელერის მხარდაჭერა და დიზაინერი ქალების პატივისცემა სწორედ ამ გზით გადაწყვიტა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სასექსის მომავალი ჰერცოგინია კაბის შეკვეთას ბრიტანული ბრენდისთვის, Ralph & Russo-სთვის აპირებდა, რომელიც რამდენიმე ასეული ფუნტი უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს იდეა არ დადასტურდა. რაც შეეხება Givenchy-ს კაბას, მარკლმა მასში 550 ათასი დოლარი გადაიხადა.

ამას გარდა, ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ მეგანს არ სურდა, რომ მისი კაბა კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბაზე ძვირი დამჯდარიყო. თუმცა, საბოლოოდ, მეგანის არჩევანი მაინც თითქმის ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე  კეიტის, რომლის ღირებულებაც 270 ათასი დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები