LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობარი აქტი“ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და ვნახეთ, რომ ტრამპმაც მხარი დაუჭირა მის ავტორს ჯიმ რიშს – აშშ-ს უნდა დავანახოთ, რომ მოწადინებულები ვართ, რომ ეს აქტი მიიღონ“ – გრიგოლ გეგელია

120
გრიგოლ გეგელია

„პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მთავარ ავტორსა და სულის ჩამდგმელს, სენატორ ჯიმ რიშს – დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ეს აქტი მიღებული უნდა იყოს“,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ, საქართველოში „მეგობარი აქტის“ მხარდასაჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, საქართველოს უნიკალურ შანსს სთავაზობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა კვლავ აქტის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„მეგობარი აქტი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რომელიც საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, თუ კი საქართველო შეიცვლის პოლიტიკურ კურსს, ან გამოცვლის „ქართული ოცნების“ ირანულ-ჩინურ-რუსულ ბოროტმოქმედ რეჟიმს. მეორე მხრივ, თუ ეს არ მოხდება, ეს აქტი „ქართულ ოცნებას“ სანქციებს უწესებს.

ამიტომ ეს აქტი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა, ამ აქტის მთავარ ავტორსა და სულისჩამდგმელს, სენატორ ჯიმ რიშს. ამიტომ, ბუნებრივია, დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ამ შემთხვევაში აშშ-ს, რომ ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ეს აქტი მიღებული იყოს და ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე, გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა შეუძლებელია. გეგელიას მიაჩნია, რომ ამ საკითხის 7 თვით ადრე განხილვა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხმას წყალს.

„ჩვენი პოზიცია კვლავ მკაფიოა, ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა არასწორია და წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხმას. ერთადერთი საკითხი, რომელიც განიხილება შეხვედრებზე ეს ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამ საკითხზე არ უნდა ვსაუბრობდეთ 7 თვით ადრე, ამ საკითხის „შემოგდება“ სუს-ის მიზანია. ამ ვითარებაში, როცა სახელმწიფო და არჩევნები მიტაცებულია, საგარეო პოლიტიკა კი შეცვლილი, შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს საუბარი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g