LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ” – კალაძე ტაქსის მძღოლებს მიმართავს

245
კალაძე ტაქსი

თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, 20 მარტამდე შესაბამისი ნებართვის ასაღებად მუნიციპალიტეტს მიმართონ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი აპრილიდან უვადო ნებართვები აღარ გაიცემა.

“მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ. ამიტომ ჩემი თხოვნაა იაქტიუროთ და 20 მარტამდე აიღოთ ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება.

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

“ვისაც არასოდეს აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს” – კალაძე ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g