რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზურაბ ჩინჩალაძე და ნუკრი ჩირიკაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „მეიდანის ანგელოზო“ პრემიერა შედგა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მეიდანის ანგელოზო“, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა და როგორ შეარჩიეთ სიმღერა დუეტისთვის?
ნუკრი ჩირიკაშვილი: მქონდა სურვილი, რომ ზურასთან დუეტი ჩამეწერა.
ზურაბ ჩინჩალაძე: ეს სიმღერა მე უკვე დაწერილი მქონდა, ცოტა ძველია და თვითონ ნუკრიმ მითხრა, ეს სიმღერა მინდაო.
ნუკრი ჩირიკაშვილი: ზურამმითხრა, მოდი, მარტო იმღერე. ვუთხარი, არ მინდა, თქვენ ყველა გცნობთ, მე კი არავინ და მირჩევნია, ის სიმღერა, რასაც დავაპრემიერებთ, თქვენთან ერთად მქონდეს-მეთქი.
ზურაბ ჩინჩალაძე: სიმღერის მუსიკა მე მეკუთვნის, ტექსტი დავით ქურიძეს, ჩაიწერა ხვიჩა ხარაიშვილის სტუდიაში.
ვინ გადაიღო სიმღერის ვიდეორგოლი?
ზურაბ ჩინჩალაძე: ჩემი კამერით გადავიღეთ. ჩემმა დეიდაშვილის შვილმა, მარიამ თხილავამ გადაგვიღო. გადაღებები 2 კვირა მიმდინარეობდა.
ნუკრი, ეს თქვენი პირველი პროფესიონალური ნამუშევარია, გეგმავთ, რომ კიდევ ჩაწეროთ სიმღერები?
ნუკრი ჩირიკაშვილი: ეს უკვე მსმენელზეა დამოკიდებული, იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს ჩემს სიმღერას.
ზურა ჩინჩალაძე & ნუკრი ჩირიკაშვილი – მეიდანის ანგელოზო
გადაცემის აუდიოჩანაწერი