LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანი სი ახალ ალბომს გამოუშვებს და ტურნეს გამართავს

179
download (1)

მელანი სიმ ახალი ტურნე დააანონსა, რომლითაც მსმენელის წინაშე 2023 წლის შემდეგ წარდგება. არტისტის ინფორმაციით, Melanie C World Tour 8 სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ ამერიკას, გაერთიანებულ სამეფოს, ევროპასა და ავსტრალიას მოიცავს.

Spice Girls-ის ერთ-ერთი ექს წევრი ტურნეს მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერად გამართავს. როგორც ცნობილია ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ, მელ სი 1-ელ მაისს მეცხრე სოლო სტუდიურ ალბომს – Sweat გამოუშვებს.

დისკიდან, რომელიც 13 ტრეკს გააერთიანებს, უკვე დარელიზდა სინგლები – Sweat კლიპის თანხლებით, What Could Possibly Go Wrong? და Undefeated Champion.

აღსანიშნავია, რომ მელანი სის სოლო კარიერა Spice Girls-ის სხვა ყოფილი წევრებისგან განსხვავებით, ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივია.

ის დამოუკიდებლად მუსიკალურ ასპარეზზე 1999 წელს, სადებიუტო ალბომით – Northern Star გამოჩნდა, რომლის სიმღერები – I Turn to You და Never Be the Same Again (დუეტი Left Eye-სთან) ჰიტებად იქცა. პირველი ჩანაწერი, რომელიც მან ჯგუფისგან ინდივიდუალურად განახორციელა, ბრაიან ადამსთან კოლაბორაცია – When You’re Gone-ია, რომელიც 1998 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები