LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი ინაუგურაციის წინ: ამერიკის პირველი ლედი შთამბეჭდავი „ლუქით“ გამოჩნდა

508
მელანია ტრამპი

ინაუგურაციის წინ, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი მელანია, არლინგტონის სასაფლაოზე სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინები მიიტანეს. ამ დღეს ამერიკის ყოფილი და მომავალი პირველი ლედი განსაკუთრებულად გამოიყურებოდა, მან საგანგებოდ შეარჩია შავი ფერის სამოსი, კონკრეტულად კი, „დიორის“ შავი ფერის მანტო სპეციალური მოსაცმელით, მის ანსამბლს „კრისტიან ლაბუტენის“ მაღალყელიანი ჩექმა ასრულებდა.

სამგლოვიარო ცერემონიას ტრამპის ოჯახის თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო, მათ შორის იყო ივანკა ტრამპიც, რომელიც ასევე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ოსკარ დე ლა რენტას“ პასტელური ფერის, ყვავილებით დაპრინტულ პალტოში.

ფოტო/ვიდეო: ამერიკის პირველი ლედის თვალწარმტაცი „ლუქი“ და მეორედ გაპრეზიდენტებული დონალდის საკულტო ცეკვა – როგორ შეხვდნენ ახალ წელს დონალდ და მელანია ტრამპები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g