LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები, გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები

36
BeFunky-collage

დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქტივობები გაიმართება ყოველდღე.

„დღეს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, კვლავ, ხშირად, ყოველდღე, ხვალაც, ზეგაც, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება. დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით, გვერდიგვერდ, ჩვენ ამას მივაღწევთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც.

მთელი ოპოზიცია არის ერთსულოვანი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოლიდარული იმ პროცესებისადმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები