„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება. პარლამენტის შესასვლელთან აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდი თვის დაგვიანებით პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.
აქციაზე აღნიშნავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
მათ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „პუფებიც“ აქვთ მიტანილი და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სწორედ ამ „პრინციპული პუფების“ კორიდორის გავლა მოუწევთ.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და მათ ექნებათ შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კერძოდ:
- რატომ არ შევიდნენ შვიდი თვის განმავლობაში პარლამნეტში?
- რატომ ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს?
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ფოტო: ipn
