LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მენატრება ბებურაის გორაზე ფეხბურთის თამაში, ვარდენა კვაჭაძის დაყენებული ადესაი, ნაკვესები რომ გაქონდა, იმფერი და ლილი დეიდაის ყაურმა…“ – ინტერვიუ მექსიკაში მოღვაწე ლანჩხუთელ მეცნიერ ავთო გოგიჩაიშვილთან

414
ავთო გოგიჩაიშვილი

ქართველი მეცნიერი, ავთო გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 27 წელზე მეტია, მექსიკაში ცხოვრობს და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე „გურია თუდეისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

ინტერვიუს ავტორი კიდევ ერთხელ იხსენებს ავთო გოგიჩაიშვილის ფრაზას არქივიდან, რომელიც მან საქართველოსა და საკუთარი კუთხის, ლანჩხუთის მონატრების დროს თქვა:

„მენატრება ბებურაის გორაზე ფეხბურთის თამაში, ვარდენა კვაჭაძის დაყენებული ადესაი, ნაკვესები რომ გაქონდა, იმფერი და ლილი დეიდაის ყაურმა… აი სამი ავარჩიე ახლა, თვარა ისე დილამდე ვერ დათლი…“

ავთო გოგიჩაიშვილი ინტერვიუში სხვადასხვა ფაქტს იხსენებს, მათ შორის ჰყვება, თუ როგორ გადაუხადეს ჭინათში იუბილე „სკაიპით“. ამასთან ის გულწრფელად საუბრობს საკუთარ ბავშვობაზე.

„ნახევარი საუკუნის გადასახედიდან ნათლად ვხედავ უდარდელი ბავშვობის შეუდარებელ წლებს. სკოლამდელი ასაკი მთლიანად და შემდგომ ნებისმიერი არდადეგები სტუდენთობის პერიოდის ჩათვლით უკავშირდება ჩემს უსაყვარლეს ჭინათს, მის განუმეორებელ და უკეთილშობილეს მაცხოვრებლებს, ჩემს სიყრმის მეგობრებს, ჩემს გამზრდელ ბებიას ….

_ თქვენი ბებია, გალიჩქა კვაჭაძე, დღესაც ძალიან ბევრს ახსოვს სოფელ ჭინათში. რას გაიხსენებდით მასზე…

_ ბებიას მთელი ცხოვრება არის გმირობის საოცარი მაგალითი. მეორე მსოფლიო ომის დუხჭირ და ქაოსურ წლებში, სრულიად ახალგაზრდას, გურულები რომ ვიტყვით – თვითონ ბაღანას, მოუხდა ორი თვის მამაჩემის გაზრდა (ბაბუა, ალისტრახო დავითის ძე გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, 1943 წელს დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან) და იმავდროულად ას წელს მიტანებული ჩემი დიდი ბაბუის მოვლა პატრონობა. მისი წვლილი ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაში შეუფასებელია.

_ დედით და მამით გურული ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ ეს რჩეულთა ხვედრია! მარტო დედით ან მამით რომ იყო გურული, მაინც კარგია, მაგრამ ორივე მხრიდან საერთოდ სასწაულია! ასე რომ, „მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით ჩემო ედემო“, – ამბობს ავთო გოგიჩაიშვილი „გურია თუდეისთან“ ექსკლუსიურ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g