გუჩის ჩვენება თეთრ ხალათებში შემოსილმა 60-მა მოდელმა მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე გახსნა. პოდიუმი, განათება და თეთრი ხალათები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო დაწესებულების განწყობას ქმნიდა. პოდიუმზე გამოსვლისას მოდელმა, აიშა ტან-ჯონსმა, რომელსაც ბიპოლარული აფექტური აშლილობა ჰქონდა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა, ხელები აწია და კამერების წინ შემდეგი წარწერით ჩაიარა: “მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა.”
ამ პროტესტის შემდეგ გუჩის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრენდი ჩვენებაზე წარმოდგენილ თეთრ ხალათებს გაყიდვაში არ ჩაუშვებს, როგორც მოდურ პროდუქტებს.