LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკურ ფორდებს აშშ-ში ნარკოტიკების გადატანა ”ასწავლეს”

27

მექსიკაში აწყობილი ”ფორდებით” შტატებში ნარკოტიკების გადატანა სცადეს.

გამოცემა ”Alpha news”-ის ცნობით, ავტომობილები ნარკოდილერების შეკვეთით იყო შექმნილი და მათი საშუალებით დიდი რაოდენობით მარიხუანის გადატანა იგეგმებოდა. პირველი შემთხვევა კი ჯერ კიდევ თებერვლის თვეში აღმოაჩინეს, მაშინ როცა რკინიგზის სამსახურის თანამშრომელმა გასაყიდად გამზადებულ ავტომობილებში რამდენიმე კილოგრამი კანაფი იპოვა. მეორე შემთხვევა კი მარტში დაფიქსირდა, ნარკოტიკი ამჯერადაც Ford-ის ქარხანაში აწყობილ ავტომობილში იყო დამალული. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ნარკოტიკს ავტომობილის სალონში თავად საწარმოს თანამშრომლები აწყობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები