LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერაბიშვილი ციხეში სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს” – ნოდარ ჯავახიშვილი

117

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში „სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს.“ ამის შესახებ ჯავახიშვილმა ვანო მერაბიშცილის საკნიდან გაყვანის შესახებ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

”როგორ გგონიათ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება თუ არა? როგორც მინისტრი ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში. ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი“, -განაცხადა ჯავახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები