2026 წლის 6 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, იტალიაში, ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება. თამაშები მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.
ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც სან სიროზე შედგება, მერაია ქერი იმღერებს. ინფორმაცია ამის შესახებ არტისტმა თავად გაავრცელა.
მომღერლის სეტლისტი მომავალ ღონისძიებაზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ქერის მუსიკა ,,თამაშების ემოციურ ატმოსფეროსა და ჰარმონიის თემას განასახიერებს”.