შობა-ახალი წელი მერაია ქერის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. ეს ვარსკვლავმა მშვენივრად იცის, ამიტომაც AppleTV-ზე საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია 50 წლის მერაიამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და მის შოუში მონაწლე ვარსკვლავებიც დაასახელა.
4 დეკემბერს, ქერის საღამოზე მას პარტნიორობას ისეთი ვარსკვალვები გაუწევენ, როგორებიც არიანა გრანდე, ჯენიფერ ჰადსონი და ტიფანი ჰადიში არიან. როგორც ჩანს, წინ დაუვიწყარი შოუ გველოდება.