Mercedes-Maybach-მა პარფიუმის კოლექცია გამოუშვა. თითოეული არომატი ფრანგი სპეციალისტის ანნ ფლიპოს მიერაა შემუშავებული და ბრენდის მთავარი ღირებულებების გამომხატველია. კოლექციაში სულ 6 არომატი შევიდა: ყვავილოვანი ციტრუსის Radiant Green, ხისა და ტყავის Snow White Leather, წყლის Fascinating Oud, ყვავილებისა და ხილის Vibrant Tuberose, ფუნთუშეულის Unexpected Orris და ყვავილებისა და ხის Charismatic Rose.
აღსანიშნავია, რომ 6 არომატიდან ნებისმიერი ერთი ფლაკონის ღირებულება 325 ევროა.