LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მძღოლებს მიმართავს: შექმნა თუ არა პრობლემები თოვლმა თბილისის ქუჩებში

201
გობრონიძის ქუჩა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილისში დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხიანში, კერძოდ გობრონიძის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე მძღოლებს გადაადგილება გაუჭირდათ, რადგან ადგილზე მარილი არ დაყრილა.

თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

„ფორტუნა“ სიტუაციის გარკვევას თბილისის მერიაში შეეცადა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ამ დროისთვის დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა არ ფიქსირდება.

„გობრონიძის ქუჩაზე პრობლემის არსებობის შესახებ მოსახლეობიდან არც ზარი შემოსულა და არც სოციალურ ქსელში მოუწერია არავის. ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით შეფერხება არსად არის, არც ცენტრალურ და არც შიდა გზებზე.

გადავამოწმეთ აღნიშნული მისამართი და გზაზე შეფერხება არ ფიქსირდება“,  – განმარტეს მერიაში და გობრონიძის ქუჩაზე ამ დროისთვის არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები მოგვაწოდეს.

ამასთან, მერიამ მძღოლებს მოუწოდა, ზამთრის საბურავებით იარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g