LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: პროდუქციის და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება, პროცესში “კოკა კოლა”, “არემჯი ჯგუფი”, “ევროპროდუქტი” და სემეკი ჩაერთო

89
11

თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მედიკამენტების შეგროვება გრძელდება

თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანია და კერძო პირები აგრძელებენ უკრაინის მოქალაქეების დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროცესში ამჯერად “კოკა კოლა”, “არ ემ ჯი ჯგუფი”, “ევროპროდუქტი” და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩაერთო.

ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელმაც შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:

“განვაგრძობთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვიერთდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – კომპანიებს „კოკა კოლას“, „არემჯის“ „სემეკს“ და “ევროპროდუქტს”, ასევე, მადლობა თანადგომისთვის რიგით მოქალაქეებს. ლოგისტიკის საკითხი მოგვარებულია.

იცით, რომ ომის პირობებში ტვირთის ჩატანა და გადანაწილება რთულია, მაგრამ ეს საკითხი უკრაინის საელჩოსთან ერთად გადავწყვიტეთ. შეგროვებული ნივთები ჩაიტვირთება საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დიდ მანქანებში და მათი საშუალებით უკრაინაში გაიგზავნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, მერიის მიერ ამოქმედებული ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში შეგროვებული დახმარების გაგზავნის პროცესი 11 მარტიდან დაიწყო.

პოპულარულები