„შობის დედოფალმა“ მორიგი წინასაახალწლო კონცერტი ტორონტოში გამართა, განწყობა საოცრად სადღესასწაულო იყო. მან ულამაზესად მორთულ სცენაზე შეასრულა საკულტო სიმღერა All I Want for Christmas Is You და სხვა ბევრი კომპოზიცია.
ცნობისთვის, მერაიამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ნოემბრის დასაწყისში საშობაო სეზონი გახსნა.
შეგახსენებთ, საშობაო კომპოზიცია მიყოლებით უკვე 4 წელია მწვერვალებს იპყრობს და ჩარტების სათავეებს არ თმობს. შარშან ცნობილი გახდა, რომ ნამუშევარი „ბილბორდის“ ცხელ ჩარტში პირველ პოზიციაზე განთავსდა.