LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: „თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა“

163
18 მეტრიანი ავტობუსები

დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა – MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას მერმა მერმა კახა კალაძემ „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლის დროს კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ 25 ერთეული ახალი ავტობუსი. საერთო ჯამში, თბილისში უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იქნება.

ეს ავტობუსები აღიჭურვება უსაფრთხოების სისტემით და ეტაპობრივად გავა სხვადასხვა ხაზზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. თქვენ იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთი უმთავრესი ავტობუსების პარკის განახლება იყო.

მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი, რომ ავტობუსით და მიკროავტობუსით გადაადგილება დედაქალაქში იყოს უპრობლემო. ამის პარალელურად, ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გაჩნდეს საავტობუსო საავტობუსო ზოლები დედაქალაქში და ჩვენ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც.

ჩვენ ასევე ველოდებით დამატებით 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოსვლას და, საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლის ბოლოსთვის დასრულდება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიდგომას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და ეფექტიანად ემსახურებოდეს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g