LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიაში გადაადგილებებია: ინსპექციაში ჯღარკავა, “თბილსერვისში” მიქაუტაძე

1595
ფგფგ

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, ამ სამსახურს რომეო მიქაუტაძე უხელმძღანელებს.

„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ დატოვა აღნიშნული თანამდებობა და ამჟამად ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციას.
რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად მინდა წარვადგინო რომეო მიქაუტაძე. მასთან წლების განმავლობაში გვაქვს მუშაობის გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის გახლდათ „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და საკმაოდ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ენერგოსექტორს”, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც მუშაობდა, ბოლო პერიოდში მას „ენერგოტრანსის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.

mazda magti 5g