თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ნინო სულხანიშვილის გადადგომას ”პარტიზანი მებაღეები” ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სულხანიშვილის გადადგომა მათ მოთხოვნას.