LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი ბრუნდებიან – „ეშმაკს აცვია პრადა 2“ – ს პრემიერის თარიღი ცნობილია – უახლესი დეტალები

184
page

საკულტო ფილმის, „ეშმაკს აცვია პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმში კვლავ ვიხილავთ ლეგენდარულ მსახიობს, მერილ სტრიპსა და ენ ჰეთევეის. ქასთს ახალი წევრიც შეუერთდა, ეს კენეთ ბრანაა, რომელიც მირანდა პრისლის ქმარს განასახიერებს.

ფილმის გადაღების დაწყების შესახებ ინფორმაცია სტუდია 20th Century Studios-მა „ინსტაგრამზე“ გავრცელებული „თიზერით“ დაადასტურა.

ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე. ის ემილი ბლანტის პერსონაჟს დაუპირისპირდება, თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალი დონის პოზიციაზე მუშაობს მდიდრულ ბრენდში.

ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.

„ეშმაკი ატარებს პრადას“ 18 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები