კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა. 43 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავმა კვლავ ლეგენდარული მერილინ მონროს იმიჯო მირგო. ამჯერად კიმმა ფოტოობიექტივის წინაშე „შიშველი კაბა“ და ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმი მოიხდინა. კარდაშიანს თმაც მონროს საკულტო ვარცხნილობის მსგავსად ჰქონდა გაკეთებული.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა კიმი მონროს იმიჯს ირგებს, 2022 წლის „მეტ გალაზე“ ის მერილინის საკულტო კაბით გამოჩნდა.
„ეს დიდი პრივილეგიაა, მე მუდამ მადლიერი ვიქნები. ეს არის საშუალება, ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო…“,– განაცხადა მან ორი წლის წინ.
სანამ მის კაბას მოვირგებდი, ზოგმა მერილინ მონროს არსებობის შესახებ არც კი იცოდა