LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერკელი და ორბანი ერთმანეთს მიგრანტების გამო დაუპირისპირდნენ

45

გერმანიის კანცლერი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ერთმანეთს მიგრანტების საკითხის გამო დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ანგელა მერკელმა და ვიქტორ ორბანმა მწვავედ იკამათეს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან დახმარებისთვის მოდიან და უნდა ვხელმძღვანელობდეთ ადამიანური ღირებულებებით. ჰუმანურობა ევროპის სულია და თუ ევროპას თავისი სულის შენარჩუნება სურს, თვალი არ უნდა დახუჭოს ადამიანების ტანჯვაზე,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

უნგრეთის პრემიერს გერმანიის კანცლერის განცხადება რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ თუ ევროპას ჰუმანურობის გამოჩენა სურს, კონტინენტზე ლტოლვილების ნაკადის შესვლის მასტიმულირებელი მიზეზები უნდა აღმოფხვრას.

„თუ ის დახმარება, რომელსაც ევროპა მიგრანტებს სთავაზობს, აფრიკასა და აზიაში ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ევროპაში უნდა გადმოვიდნენ, ისინი აუცილებლად გადმოვლენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანურები და ამ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ, თუმცა სიტუაცია არ უნდა დავამძიმოთ და საზღვრები უნდა ჩავკეტოთ,“-აღნიშნა ორბანმა.

29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g