რბილი სათამაშოების გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ კანცლერ ანგელა მერკელს მიმსაგვსებული დათუნიას სათამაშო დაამზადა.
კომპანია ამ გზით ცდილობს პატივისცემა გამოხატოს გერმანიის კანცლერისადმი, სანამ ის პოსტს დატოვებს.
სათამაშოს სიმაღლე 40 სმ-ია. დათუნიას აცვია კაშკაშა წითელი პიჯაკი და შავი შარვალი. უკეთია ყელსაბამი, რომელიც გერმანიის დროშის ფერებშია გაწყობილი და რაც მთავარია, აქვს მერკელს მიმსგავსებული ვარცხნილობაც.
ამ უჩვეულო დათუნიას ფასი 189 ევროა და მის მხოლოდ 500 ეგზემპლარს გამოსცემენ. ერთ-ერთ მათგანს კი თავად კანცლერს მიყიდიან სუვენირის სახით. მერკელის დათუნია მიიღებს ნომერს 16, რაც მისი კანცლერის პოსტზე ყოფნის წლების სიმბოლოა.
კობურგში მდებარე საწარმო ცნობილია პოლიტიკოსების მიმსგავსებული სათამაშოების გამოცემით, მათ შორის, იყვნენ ბარაკ ობამა, დედოფალი ელიზაბეტ მეორე და გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლიც.