იასინ ჩუეკო – აშშ-ს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და შერეულ ორთაბრძოლებში მუდმივად მონაწილეობს. ის ლეო მესის პირადი მცველი გახდა.
ჩუეკო თავის კლიენტს ყველგან დაჰყვება, მოედანზეც კი გარბის მატჩების დროს, თუ ჩათვალა,რომ მესის რაიმე ემუქრება.
იასინი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვერდითაა, თამაშების დროს კი ერთი წამითაც არ ჩერდება და ლეოს გადაადგილებას თან მიჰყვება.
ამ ყველაფრისთვის კი არც თუ მცირე ხელფასს იღებს – 250 ათასს დოლარს, ანუ გამოდის 3 მილიონ დოლარს წელიწადში. MLS-ის საშუალო ფეხბურთელისთვისაც კი მშვენიერი ჯამაგირია.