LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Metallica ონლაინ კონცერტების სერიას #MetallicaMondays იწყებს

96
Metallica

მსოფლიო პანდემიის გამო, ინტერნეტსივრცე უამრავი მუსიკალური არტისტის მთავარი იარაღი გახდა, საზოგადოებამდე თავისი შემოქმედება მიიტანოს. უამრავი მუსიკოსი ონლაინ პერფორმანსებს მართავს.

ახალი წამოწყება - მუსიკოსების „ინსტაგრამ“ პერფორმანსები, შეაფასეთ ??

მუსიკალური არტისტებიც დროს არ კარგავენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუვიწყარ პერფორმანსებს სთავაზობენ.

მრავალრიცხოვან მუსიკოსებს, ლეგენდარული ჯგუფი Metallica შუერთდა.  კოლექტივმა ახალი პროექტი Metallica Mondays დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის  ყოველ ორშაბათს „ფეისბუქისა“ და „იუთუბზე“ სხვადასხვა დროს გამართული კონცერტების სრულ ჩანაწერს განათავსებს.

„გჭირდებათ დასვენება ნეტფლიქსისგან?  წარმოგიდგენთ უფასო კონცერტების სერიას #MetallicaMondays“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ჯგუფმა აპრილში დაგეგმილი სამხრეთ ამერიკული ტურნე გადადო, თუმცა, როგრც ხედავთ, ის შემოქმედებით აქტიურობას არ წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები