„მეტამ“ ჭკვიანი და VR სათვალის ახალი მოდელები წარადგინა. ეს გახლავთ განახლებული ვირტუალური რეალობის Quest სათვალე და „რეი-ბანები“.
ახალი Meta Quest მსუბუქი და თხელია, მას ბევრად მეტი მეხსიერებაც აქვს, ვიდრე „მეტას“ Quest 2-ს. ასევე მისი რეზოლუცია გაუმჯობესებულია 30%-ით. ჟღერადობა კი უფრო დახვეწილია.
მისი გაყიდვა 10 ოქტომბრიდან დაიწყება, 128-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე სათვალე $500 ეღირება, ხოლო 512-იანი $650.
რაც შეეხება „რეი-ბანებს“, ამჯერად მისი ჩარჩო ორი დიზაინითაა წარმოდგენილი, Wayfarer და Headliner. არჩევანი პრიალასა და პლასტმასასა და 4 სხვადასხვა ფერს შორის შეგიძლიათ, გააკეთოთ.
ახალი სათვალე უფრო მსუბუქია და არსებული ფუნქციებიც გაუმჯობესებული აქვს. ის HD ვიდეოს და 12-მეგაპიქსელიან სურათებს იღებს.
ამ მოდელის გაყიდვები 17 ოქტომბერს დაიწყება, მისი ფასი $299-ია.