„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, აშშ-მა სწორედ ამიტომ დააწესა სანქციები, შეაჩერა დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები.
„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.
„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი
„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი
სწორედ ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, შევაჩერეთ დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის უნდა გაგვეწია და შევაჩერეთ მათთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები“. – განაცხადა მეთიუ მილერმა.