LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი: „საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის მიზანს – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას“

139
მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კითხვაზე, წერილობით პასუხში ისაუბრა.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებები ქართველი ხალხის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

„როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ამასთან, მილერმა ასევე უპასუხა კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა დაზვერვის განცხადებაზე, რომ შტატები საქართველოში „ფერად რევოლუციას” ამზადებს და ბრალდებას „კატეგორიულად მცდარს” უწოდებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვა: „აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს“

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „მიღებული ინფორმაციით, თეთრი სახლი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით უკიდურესად უკმაყოფილოა“.

„უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია.

კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“. – აცხადებს მეთიუ მილერი.

mazda magti 5g