LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურების „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს

55
გარე ვაჭრობა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

უწყების ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

„სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.

 

 

გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.

აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ტროტუარის დაკავების შედეგად, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება ფერხდებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g